Home
Category
TV Live Menu

"სავაჭრო ცენტრ "გალერეა თბილისში" ბრენდების 30% საქართველოსთვის ახალი იქნება"

58da115e5316c
სალომე მეცხვარიშვილი
28.03.17 12:00
1042
თბილისის უნივერმაღის ყოფილ შენობაში განთავსებულ საავჭრო ცენტრ "გალერეა თბილისში" ბრენდების 30%-ზე მეტი საქართველოსთვის ახალი იქნება,- ამის შესახებ "საქმის კურსს" სავაჭრო ცენტრის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მათ არაერთი მოლაპარაკება ჰქონდათ, საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანასთან დაკავშირებით. ბრენდების სრული სიის შესახებ ინფორმაციას "გალერეა თბილისი" აპრილის ბოლოს გაავრცელებს. უკვე ცნობილია, რომ შვედური ბრენდის H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში სწორედ "გალერეა თბილისში" გაიხსნება. ნიკა ცინცაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჰქონდათ Starbucks-სთანაც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას "გალერეა თბილისი" ჯერ არ ახმაურებს.

შეგახსენებთ, რომ "გალერეა თბილისი" თავისუფლების მეტროსთან სექტემბერში გაიხსნება. "გალერეა თბილისი" საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია. "გალერეა თბილისის" ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა. "გალერეა თბილისი" ვიზიტორებს შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი საფასო სეგმენტის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები. საკვები ზონა მოეწყობა სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, ვერანდა. შენობის სამხრეთ ნაწილში კი განთავსდება 300 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც საგრძნობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას.

Subscribe to our news

Get the main news of the day