დოლარის ფასი ძირითადი სავალუტო კალათის მიმართ ხუთშაბათს კვლავ დაეცა.
გამოვიდა ინფლაციის ანგარიში და გაირკვა, რომ დოლარმა ვერ შეძლო კაპიტალიზაცია მოსალოდნელზე კარგი ინფლაციის მაჩვენებლებით. პოზიტიური იყო უმუშევართა შემწეობის მთხოვნელთა რიცხვიც. სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა აგვისტოში. ეს უდიდესი თვიური ნამატია უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში და მთლიანად ინდექსი 1.9%-მდე ასწია 1.7%-დან.
რაც შეეხება დასაქმებას, - შრომის დეპარტამენტმა თქვა, რომ უმუშევრობის შემწეობაზე მოთხოვნა 14,000-ით შემცირდა გასულ კვირას, მაშინ როცა პირიქით, 2000-იან ზრდას მოელოდნენ.
ორივე ამბავი პოზიტიურია დოლარისთვის, მაგრამ გირვანქა სტერლინგის გაძვირებამ და მოლოდინმა, რომ ინგლისის ეროვნული ბანკი მალე აწევდა რეფინანსირების განაკვეთს, ეს ორი პოზიტიური ანგარიში „ჩაყლაპა“ და დოლარი კვლავი აფდება.
გუშინ სავაჭრო დღის ბოლოს ისიც გაირკვა, რომ ბრიტანეთი განაკვეთს უცვლელს ტოვებს, თუმცა იქვე იყო გაფრთხილებაც, რომ მომავალ თვეებში აიწევა, რათა ინფლაციას ჯეროვანი პასუხი გაეცეს. ამის შემდეგ გირვანქა სტერლინგის ფასმა ერთწლიანი საუკეთესო მაჩვენებელი ისევ დაჩრდილა და დოლარსა და 34 ცენტზე მაღლა წავიდა მისი ფასი. ერთი ევროს ფასი დოლარსა და 19 ცენტზე დაბლა ჩამოვიდა, იენისთვის დოლარის ფასი კი 111 იენს ოდნავ ქვეშაა.
რაც შეეხება კრიპტოვალუტებს, - ბიტკოინი ერთი დღის განმავლობაში ყველაზე დიდ გაიაფებას უჩვენებს ბოლო 6 თვის განმავლობაში. ფასი 3310 დოლარს ჩამოსცდა გუშინ ღამის ორი საათისთვის, რაც 500 დოლარზე დიდი გაიაფებაა. ბიტკოინი 30%-ით იაფია, ვიდრე სექტემბრის დასაწყისში იყო, როცა მისმა ფასმა 4969 დოლარით დახურა დღე. მიმდინარე ფასებით ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 55 მილიარდი დოლარია.