დოლარი ორშაბათს მოძლიერდა. სავაჭრო დღის განმავლობაში იენის მიმართ ბოლო 8 თვეში ყველაზე ძვირი ფასი აჩვენა. ინვესტორები სიფრთხილეს იჩენენ, რაც ტრამპის საგადასახო რეფორმების გარშემო დაძაბულობით არის გამოწვეული.
იაპონური იენისთვის დოლარის ფასმა 114.5 იენს გადააჭარბა და ეს 15 მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასი იყო. შემდეგ ფასმა უკან დაიხია, 114-მდე.
სავაჭრო დღის დასაწყისში დოლარი იენის მიმართ მონეტარული პოლიტიკის მოლოდინებმა გააძვირა. იაპონიის ეროვნული ბანკის მმართველმა, ჰარუჰიკო კუროდამ განაცხადა, რომ მონეტარულ პოლიტიკას უცვლელს დატოვებს თუმცა ყურადღებით დააკვირდება სტიმულირების პროგრამის ეკონომიკურ ეფექტებს.
ევროს ფასიც დოლარსა და 16 ცენტს ქვევით წავიდა, თუმცა გირვანქა სტერლინგი მყარად დადგა. ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი დოლარი და 31 ცენტია.
რაც შეეხება ზემოხსენებულ საგადასახადო რეფორმას, ინვესტორები ელიან როდის მორიგდებიან ერთმანეთში რესპუბლიკელები. თუკი ამ რეფორმას პარტიამ მხარი დაუჭირა და მერე გატანაც მოახერხეს, გამოვა, რომ ეს 80-იანი წლების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საადასახადო შემსუბუქება იქნება. აგრეთვე, ეს პირველი ლეგისლაციური მიღწევა იქნება რესპუბლიკელებისთვის, მას შემდეგ, რაც მათ თეთრი სახლი დაიკავეს.
ინვესტორები აგრეთვე დააკვირდებიან დონალდ ტრამპის ვიზიტს აზიაში.
ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ვაშინგტონი იმუშავებს ტოკიოსთან, რათა გაერკვნენ სავაჭრო პრობლემებში, რომელიც მსოფლიოს პირველ და მესამე ეკონომიკებს აქვთ.
რაც შეეხება კრიპტოვალუტებს: ბიტკოინისთვის 7595 დოლარიანი ფასი რეკორდული აღმოჩნდა. გუშინ ბიტკოინის ფასმა კორექცია განიცადა და 7200 დოლარის მიდამოებში მერყეობს. ამ ფასით ბიტკოინის კაპიტალიზაცია დაახლოებით 123 მილიარდია.