ამერიკის ხაზინის შემოსავლები გაიზარდა ბოლო ექვსი კვირის უმაღლეს მაჩვენებლამდე, მაგრამ გუშინ მთელი დღის განმავლობაში დოლარი იაფდებოდა. დოლარის გაიაფების მთავარი ბენეფიციარი გირვანქა სტერლინგი იყო. მისმა ფასმა თითქმის დოლარსა და 36 ცენტს მიაღწია.
გუშინ ტრამპი დაიმუქრა ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით და თავშესაფარი ვალუტების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ანუ ოდნავ გაუძვირდა დოლარს როგორც შვეიცარული ფრანკი, ისე იაპონური იენი. ერთი დოლარის ფასი ამ უკანასკნელისთვის 111.5 იენს ჩამოსცდა.
ევრო კი დოლარსა და 20 ცენტზე ძვირი გახდა.
თუმცა შემდეგ ფედერალურ სარეზერვო ბანკში პოლიტიკის განმსაზღვრელი შეხვედრა დასრულდა და გამოვიდა ამბავი, რცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელი დატოვა, მგარამ ასევე დაანონსა, რომ ოქტომბერში დაახლოებით 4.2 ტრილიონი დოლარის ხაზინის ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებს შეიმცირებდა მფლობელობაში.
ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა ასევე გასცა სიგნალი, რომ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაიზრდება. ამის შემდეგ დოლარმა სწრაფი მომჯობინება დაიწყო და დღის ბოლოსთვის ერთი გირვანქა სტერლინგი დოლარსა და 35 ცენტზე იაფი გახდა, იენისთვისი მისი ფასი 112-ს ასცდა, ხოლო ევროსთვის დოლარსა და 19 ცენტს ჩამოსცდა.
კრიპტოვალუტებშიც საინტერესო ამბებია. ბიტკოინის ფასი კვლავ იზრდება. გუშინ მან 4000 დოლარს გადააჭარბა და კიდევ წინ მიილტვის. მის ბოლო პიკს, თითქმის 5000 დოლარს ახლა ცოტაღააშორებს. ამ ფასით ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაცია 67 მილიარდს აჭარბებს.
ჩინეთის მიერ გადამცვლელების დახურვის ამბავი ბიტკოინის არსებობის 9 წელში ერთერთი ყველაზე დამრტყმელი იყო ამ კრიპტოვალუტისთვის, მაგრამ როგორც ჩანს მალევე მოეგო გონს და ზრდის რელსებზე დადგა.
ოდნავ გაიაფდა ბიტკოი ქეში და ახლა 3497 დოლარი ღირს. ეთერიუმმაი კიდევ 2.5-ზე მეტი %-ით მოიმატა და 290 დოლარამდე აცოცდა. გაძვირდა დეშიც, რომლის ფასმა 343 დოლარს მიაღწია.