Home
Category
TV Live Menu

სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

59cde65e957d2
შოთა დიღმელაშვილი
29.09.17 10:18
733
ხუთშაბათს დოლარი ძირითად ვალუტებთან შედარებით გაიაფებული იყო. ახალგამოსული ეკონომიკური ანგარიშები გაძლიერების საბაბს არ აძლევდა, თუმცა ერთთვიან უმაღლეს ნიშნულთან მაინც ახლო იყო. პასიური მდგრადობა სავარაუდოდ განპირობებულია ამერიკის საგადასახადო კოდექსის შეცვლის დაახლოებული პერსპექტივით და ამასთანავე მოლოდინით, რომ დეკემბერში რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება.

რაც შეეხება არასახარბიელო ანგარიშებს – ამერიკის შრომის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უმუშევრობის დახმარების მოთხოვნა გასულ კვირას იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე მოელოდნენ. აგრეთვე, აღმოჩნდა, რომ ამერიკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მეორე კვარტალში მოულოდნელად კორექტირდა.

ამასთანავე შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრამპმა კანონპროექტის შეთავაზება გააკეთა, რაც დანერგვის შემთხვევაში ბოლო ოცდაათ წელში გადასახადების უდიდესი კლება იქნება. საუბარია 35%-იანი კორპორაციული გადასახადის 20%-მდე შემცირებაზე.

კანონპროექტმა კონგრესის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. რესპუბლიკურ პარტიაში განწყობები ორადაა გაყოფილი, დემოკრატები კი მკვეთრად წინააღმდეგები არიან.
მოკლედ, ევრო ოდნავ გაძვირდა და მისი ფასი დოლარსა და 17 ცენტს აჭარბებს, გირვანქა სტერლინგის ფასი კი დოლარსა და 33.5 ცენტს აღწევს.

მოქმედი ფაქტორები იყო ანგელა მერკელის შემართება დააკომპლექტოს მთავრობა. ვოლფგანგ შაუბლმა არჩია პარლამენტის პრეზიდენტი გამხდარიყო, რითიც გზას დაუთმობს სხვა პარტიის წარმომადგენელს ფინანსთა სამინისტროს გადასაბარებლად.

ბრიტანეთში ეროვნული ბანკის მმართველმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკური წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეთანხმებას მიაღწევს ბრიტანეთი ევროკავშირთან ბრეგზიტის დროს.

იენის მიმართულებითაც ცვლილებებია, ოდნავ გამყარდა დოლარის მიმართ. ახლა ერთი დოლარი 112.5 იენისკენაა, ხოლო შვეიცარულ ფრანკთან კურსი უცვლელია. იაპონიის ცენტრალური ბანკის მმართველმა ჰარუჰიკო კუროდამ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მდგრადობას ინარჩუნებს და იგი მოელის, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე, 2%მდე გაიზრდება.

ბიტკოინის ფასმა გუშინ ახალი რეკორდი დაამყარა და 4261 დოლარს გადააჭარბა, თუმცა შემდეგ ისევ 4150 დოლარის ფარგლებში ჩამოვიდა. ოთხშაბათს ფასის ზრდა გამოიწვია ევროპის ცენტრალური ბანკის, მარიო დრაგის სიტყვებმა, რომ ბანკს არ აქვს კრიპტოვალუტების რეგულირების უფლებამოსილება. ახლა ბიტკოინის კაპიტალიზაცია 70 მილიარდს აღწევს. ბიტკოინ ქეშიც დღის გახსნის მაჩვენებელთან შედარებით ოდნავ დადაბლდა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს საკმაოდ მაღალ ფასს – 462 დოლარი ღირს.
ეთერიუმი, მეორე ყველაზე დიდი კაპიტალიზაციის კრიპტოვალუტა ბიტკოინის შემდეგ 306 დოლარზეა, ანუ დღის დასაწყისთან შედარებით 1%-იანი კლება ჰქონდა, თუმცა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ცოტა ხნის წინ 220 დოალრის ფარგლებში ტრიალებდა, ბედს ალბათ არ ემდურის.

Subscribe to our news

Get the main news of the day