საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ყოველწლიური ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზიც არის მოცემული. წელს ფონდი საქართველოში 3.4%-იან და მომავალ წელს 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 3%0ა, მომავალი წლისთვის კი 4%.
სავალუტო ფონდი წელს საქართველოში 2.6%-იან და მომავალ წელს 3.6%-იან ინფლაციას ელოდება. ასევე მშპ-ის მიმართ მიმდინარე ანგარიშის 12.1%-იან დეფიციტს წელს და ოდნავ ნაკლებს, 12%-იანს მომავალ წელს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ფონდის ვარაუდით წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.4%-ით შემცირდება, რუსეთის 0.8%-ით, სომხეთის 3.2%-ით გაიზრდება, ხოლო თურქეთში 3.3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ფონდმა უცვლელი დატოვა: 3.1% წელს და 3.4-მომავალ წელს.
სავალუტო ფონდმა შეამცირა ამერიკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ასევე ფონდმა BREXIT გავლენის ფონზე, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც შეამცირა.