Home
Category
TV Live Menu

სავალუტო ფონდი: ნავთობის ფასი მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 60 დოლარს არ ასცდება

580755de42e78
BM.GE
19.10.16 15:13
1092
ნავთობის ფასები მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში (2021 წლამდე) 60 აშშ დოლარს არ ასცდება, - ნავთობის ფასებზე ახალ პროგნოზს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ნავთობის საშუალო ღირებულება 2017 წელს ბარელზე 43 აშშ დოლარიდან 51აშშ დოლარამდე გაიზრდება.

სავალუტო ფონდის პროგნოზით, ახლო აღმოსავლეთში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ნაკლებად მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან, მაგრამ ეკონომიკური ზრდა ჯერჯერობით დაბალ დონეზე იქნება.

წინა პროგნოზთან შედარებით, სავალუტო ფონდმა ნავთობის საპროგნოზო ფასი 10 დოლარით გაზარდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day