სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 3,4%-იან, მომავალ წელს კი 5,2%-იან ზრდას ელოდება. სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია 2,6 პროცენტზე დაფიქსირდება, მომავალ წელს კი 3,6 პროცენტზე.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს სომხეთში 3,2 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, აზერბაიჯანში 2,4 პროცენტიან სტაგნაციას, ტაჯიკეთში 6 პროცენტიან ზრდას, ხოლო თურქმენეთში 5,4 პროცენტიან ზრდას.