Home
Category
TV Live Menu

"სავალუტო ფონდის პროგნოზი 6%-იან საბიუჯეტო დეფიციტთან დაკავშირებით, ძალიან კონსერვატიულია"

581b12e6c9552
BM.GE
03.11.16 14:34
1064
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მთავრობა ბიუჯეტის 6%-იან დეფიციტს არ განიხილავს, - როგორც გაგუა განმარტავს ფონდის აღნიშნული შეფასება საკმაოდ კონსერვატიულია.

"სავალუტო ფონდის პროგნოზით მომავალ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს გადააჭარბებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი მოსაზრებით ალბათ როდესაც ბიუეჯტის დაგეგმვაზეა საუაბრი უფრო კონსერვატიული გათვლები გვექნება, რათა საბიუჯეტო შემოსავლების ზედმეტად შეფასება არ მოხდეს.

სავალუტო ფონდის პროგნოზები 6%-თან დაკავშირებით, ძალიან კონსერვატიული შეფასებაა. ისინი არ ითვალისწინებენ, იმ ღონისძებებს რომელიც დაგეგმილია, ძირითადად ეს ეხება ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვას. ჩვენ ალბათ ბიუჯეტის შემდგომ პროექტებში გაცილებით დაბალი მაჩვენებლით გამოვალთ და 6%-ს არ განვიხილავთ", - განაცხადა გაგუამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day