სავალუტო ფონდმა ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ევროზონის ეკონომიკა 1,6%-ით გაიზრდება, მომდევნო წელს კი 1,4%-ით.
ბრიტანეთის რეფერენდუმამდე 2016-2017 წლების პროგნოზი 1,7% იყო. სავალუტო ფონდმა ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისთვისაც შეამცირა 1,6%-მდე.
სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს დიდად იქნება დამოკიდებული ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესზე და იმაზე თუ რამდენ ხანში მოხდება ბრიტანეთის მიერ ევროგაერთიანების დატოვება. პროგნოზის მიხედვით, თუკი პროცესი დროში გაიწელება ევროზონის ეკონომიკა შემცირებას გააგრძელებს.