Home
Category
TV Live Menu

"სავალუტო რყევები გამოწვეულია მოთხოვნა-მიწოდებით და დიდი ტრანზაქციებით, რომელიც ბაზარზე მიმდინარეობს"

57f50b736164f
დავით ჯალაღონია
05.10.16 18:15
1340
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბოლო პერიოდში ლარის კურსის მერყეობას, ეროვნული ბანკის მსგავსად, ბაზარზე განხორციელებული რამდენიმე მსხვილი ტრანზაქციით ხსნის.

რა ტრანზაქციებზეა საუბარი, ამის შესახებ განმარტებებს არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აკეთებს.

"სრულად ვენდობი და ძალიან კარგად მუშაობს ეროვნული ბანკი. მათ აქვთ კონკრეტული ინფორმაციები, თუ რა იწვევს ბაზარზე რყევებს. რა თქმა უნდა, ეს რყევები გამოწვეულია მოთხოვნა-მიწოდებით და გარკვეული დიდი ტრანზაქციებით, რომელიც ამჟამად ბაზარზე მიმდინარეობს და მათ ზუსტად იციან, როდის, რა უნდა გააკეთონ და დააბალანსონ. ბაზარზე კურსს მოთხოვნა-მიწოდება აყალიბებს და დანარჩენი, კონკრეტულ ტრანზაქციებს რაც შეეხება, ამას თუ ეროვნული ბანკი საჭიროდ ჩათვლის, გეტყვით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სებ-მა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 33 თეთრი ღირს.

Subscribe to our news

Get the main news of the day