ქართული ღვინის ჩამოსასხმელი აპარატები საქათველოს შემდეგ უკრაინაში ბელორუსიასა და ყაზახეთში გამოჩნდება-ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს კომპანია „სავინოს“ დირექტორმა გია თანდაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ასევე განიხლება ნორვეგიისა და ჩეხეთის ბაზრები.
„მოთხოვნა აპარატებზე ძალიან დიდია. რაც შეეხება საქართველოს ჩვენი ჩამომსასხმელი აპარატი ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სახის ღვინოს აწარმოებს, მაგრამ ახალი წლის მერე თითო აპარატი სამი სახის ღვინოს ჩამოასხამს“-აცხადებს თანდაშვილი.
მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე მათ კონკურენტი არ ჰყავთ და ამ დროისთვის კომპანიის ჩამოსასხმელი ღვინის აპარატები 15 -მდე ობიექტზეა განთავსებული.
შეგახსენებთ: კომპანია „სავინო“ 2015 წლის ზაფხულში დაარსდა და ის მომხმარებელს ღვინოს სპეციალურ ჩამოსასხმელ აპარატებში სთავაზობს.