Home
Category
TV Live Menu

საწარმოებს ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე ფინანსთა სამინისტროსთვის მიმართვა უვადოდ შეეძლებათ

589f128229626
BM.GE
11.02.17 17:31
1098
ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა კანონის პროექტი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონის თანახმად, შესაძლებელია საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისათვის გარკვეული დისკონტით დათმობა.

ამ თხოვნით კომპანიას შეეძლო მიემართა ფინანსთა სამინისტროსთვის 2017 წლის 1-ელ იანვრამდე. ვადის ამოწურვის გამო, მთავრობამ ამ პროცესის გაგრძელება გადაწყვიტა უვადოდ და პარლამენტში შევიდა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით.

Subscribe to our news

Get the main news of the day