2015 წელს საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 97.5%-ს 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა. ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი საშუალებები (მაგ. ოპტიკურ-ბიჭკოვანი (FTTH) და საკაბელო ტექნოლოგიები) – 39,7% და DSL კ ავშირი ( მაგ. x DSL, A DSL, S DSL, V DSL დ ა ა.შ.) – 31,2%.
საწარმოთა 17,2% მობილური ტელეფონების ქსელით ფართოზოლოვან კავშირს (3G,4G), ხოლო 11,5% - სხვა მობილურ სატელეფონო კავშირს იყენებდა (მაგ.GSM, GPRS, EDGE და სხვ.).
2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 43,4% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც ინტერნეტთან კავშირს მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის უზრუნველყოფდა, ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს ან ვებ-საიტს 44,3%-ით განისაზღვრა.
საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, LinkedIn და ა.შ.) – 32,9%, ხოლო საწარმოთა 48,7% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის არანაირ საშუალებას. სოციალური მედიის გამოყენების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, როგორც საწარმოს იმიჯის შექმნა ან თავისი ბაზრის განვითარება (28,1%), ისე კლიენტის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე რეაგირება (25,0%).
კვლევა საერთაშორისო მეთოდოლოგიით ჩატარდა და ქვეყნის კონტროლორებად ტერიტორიაზე არსებული სამიზნე ჯგუფები შეისწავლა.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ქვემოთ ჩამოთვლილ დარგებში მოქმედი საწარმოები, რომლებშიც დასაქმებულთა რაოდენობა აღემატებოდა 9 კაცს. ეს დარგებია მრეწველობა, მშენებლობა, წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობებ, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ადმინისტაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები.