Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საწვავი შესაძლოა 20-25 თეთრით გაძვირდეს - ანალიტიკა - 04.02.2022_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
04.02.22 14:39
354
ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. იანვარში ბენზინი იმ ტოპ 10 პროდუქტს შორის მოხვდა, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა.

როგორც სექტორი პროგნოზირებს, ფასების ზრდა ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზეც აისახება და საშუალოდ შესაძლოა 10 თეთრსაც მიაღწიოს. ესეც იმ დათქმით, თუ ლარი გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს. 

ნავთობიმპორტიორთა კავშირის განმარტებით, თუ ფასების ზრდის მოცემულობა საერთაშორისო ბაზრებზე არ შეიცვლება, რადგან ადგილობრივი ბაზარი პირდაპირ იმპორტზეა დამოკიდებული, ფასების ზრდის ტენდენციას ვერც აქ შეაკავებს. 

როგორც ბიზნესი ამბობს, შექმნილ ვითარებაში ფასის შემცირების ერთადერთი შესაძლებლობა აქციზის გადასახადის შემცირებაზე გადის. 

ბენზინის, დიზელის და სხვა ნავთობპროდუქტების აქციზით სახელმწიფო ბიუჯეტმა შარშან 543 მილიონი ლარის შემოსავლი მიიღო. 

სტუმარი: ვასილ ხორავა - „ვისოლ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; 



Subscribe to our news

Get the main news of the day