Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საწვავის ფასები მსოფლიოსა და საქართველოში

BM.GE
01.09.22 11:58
216
გასული თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა, 4 აგვისტოს ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 93 დოლარიან ნიშნულამდე დაეცა, თუმცა 24 აგვისტოს, მას შემდეგ რაც საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა, რომელიც ამავდროულად OPEC-ის დე-ფაქტო სპიკერია, Bloomberg-თან ინტერვიუში საერთაშორისო ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების შემცირების შესახებ განაცხადა, შედეგად ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ნავთობის ღირებულება თითქმის 4%-ით გაიზარდა და ბარელი Brent-ის ფასი $100-დოლარიან ნიშნულს დაუბრუნდა. 

ექსპერტების შეფასებით, OPEC-ის სამიზნე ნიშნული ბარელზე 100 დოლარია და, სავარაუდოდ, ორგანიზაცია ნავთობის მიწოდებას სწორედ 100 დოლარის ფარგლებში ფასების დასასტაბილურებლად დააკორექტირებს. 

რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე, რამდენით გაიაფდა ჯამურად საწვავი და უნდა ველოდოთ თუ არას კიდევ ფასის კლებას? 

სტუმარი: ვანო მთვრალაშვილი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day