Home
Category
TV Live Menu

საწვავის იმპორტი შემცირდა

5a27f3895704a
BM.GE
06.12.17 17:40
790
ნოემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 95,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,7 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 979,1 ათასი ტონა, რაც 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,2 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 47,9 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1,5 ათასი ტონით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 33,2 ათასი ტონა ანუ 69,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,4 ათასი ტონა ანუ 2,9%.

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ნოემბრის თვეში შეადგინა: დიზელი გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. % – 47,9 ათასი ტონა ანუ 100%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ნოემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 25,1 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 21,0 ათასი ტონა (22%), ბულგარეთი - 6,5 ათასი ტონა (6,8%), საბერძნეთი - 6,4 ათასი ტონა (6,7%), თურქმენეთი - 6,0 ათასი ტონა (6,3%).

Subscribe to our news

Get the main news of the day