Home
Category
TV Live Menu

სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები

5a684e66e930d
BM.GE
24.01.18 13:13
686
24 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 47 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110 პროცენტით, მაქსიმალური 8.130 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.119 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.125 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day