Home
Category
TV Live Menu

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

598ad5ec01edd
BM.GE
09.08.17 13:27
695
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 56 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.440 პროცენტით, მაქსიმალური 7.580 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.520 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day