Home
Category
TV Live Menu

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

59cb6f900119b
BM.GE
27.09.17 13:24
1235
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.850 პროცენტით, მაქსიმალური 7.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.871 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day