Home
Category
TV Live Menu

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

59537febb94c5
BM.GE
28.06.17 13:42
667
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების - წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 41 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.220 პროცენტით, მაქსიმალური 8.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.228 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Subscribe to our news

Get the main news of the day