Home
Category
TV Live Menu

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

58b6b3efcee47
BM.GE
01.03.17 15:39
1153
2017 წლის 1 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.550 პროცენტით, მაქსიმალური 7.850 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.788 პროცენტითგანისაზღვრა.

Subscribe to our news

Get the main news of the day