Home
Category
TV Live Menu

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინოვაციური ვებპლატფორმა "ბიუჯეტის მონიტორი" შექმნა

58c1535f3bd92
BM.GE
09.03.17 17:03
1111
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ინოვაციური ვებპლატფორმა „ბიუჯეტის მონიტორი“ შექმნა.

როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, ვებპლატფორმა (budgetmonitor.ge) დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების, და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შექმნა ინოვაციური ვებპლატფორმა "ბიუჯეტის მონიტორი", რომელსაც ანალოგი არ აქვს. ვებგვერდი ინტერაქციულია და მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია მარტივად აღქმადი ფორმით, მოახდინოს სასურველი ინფორმაციის არჩევა, დამუშავება, სხვა მონაცემებთან შედარება, პროგნოზირება", - განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.

შეაგახსენებთ : ვებპლატფორის „ბიუჯეტის მონიტორის“ პრეზენტაცია დღეს პარლამენტში გაიმართა.

Subscribe to our news

Get the main news of the day