სახელმწიფო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების ათვისებას ვერ ახერხებს.
როგორც ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე აცხადებს, სახელმწიფო პროგორამისთვის წელს 3 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ამ დრომდე პროგრამას მხოლოდ 215 ათასი ლარი აქვს დახარჯული. მომავალი წლისთვის პროგრამისთვის 1 მილიონი ლარია განსაზღვრული.
სახელმწიფოს პროგორამას ჯერჯერობით 5 ბენეფიციარი ჰყავს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ლევან უროტაძის ინფორმაციით, კიდევ 20 ბენეფიციარის მხრიდან არის პროგრამაში ჩართვის დაინტერესება.
„ხელშეკრულება გაფორმებულია 5 ბენეფიციართან. საერთო ჯამში საუბარია 120 ჰა-მდე ჩაის პლანტაციებზე, რომელთა რეაბილიტაციის ღირებულება შეადგენს 290 ათას ლარს, აქედან 215 ათას ლარს აფინანსებს პროექტების მართვის სააგენტო.
ამის გარდა აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს 20-მდე ბენეფიციართან. საერთო ჯამში 890 ჰექტარ ჩაის პლანტაციაზე, რომლებიც დოკუმენტაციის შეგროვების ეტაპზე არიან“,- აცხადებს პროგრამის მენეჯერი.
მისივე ინფორმაციით, დაინტერესება არის ყველა რეგიონიდან, სადაც ჩაის პლანტაციებია, თუმცა, განსაკუთრებული ინტერესი მაინც გურიაში ფიქსირდება.
ლევან უროტაძის განცხადებით, ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროგრამა აგროვადებაზეა დამოკიდებული. მისიგანმარტებით, ახლა ჩაის ვეგეტაციის პერიოდია და ბენეფიციარებს რეაბილიტაციის და სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დრო არ რჩებათ.
პროექტის მენეჯერის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში სულ შემორჩენილია 9 ათას ჰა-მდე ჩაის პლანტაცია, საიდანაც 7 ათასამდე ჰა რეაბილიტაციას ექვემდებარება.