Home
Category
TV Live Menu

სახელმწიფო დაწესებულებებში ენერგოეფექტური განათებების დამონტაჟება, შესაძლოა სავალდებულო გახდეს

5772665abd200
BM.GE
28.06.16 15:50
1061
2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში ენერგოეფექტური განათებების დამონტაჟება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. როგორც დღეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე სამინისტრო ენერგოეფექტურობის შესახებ კანონზე მუშაობს.
 
"ვამუშავებთ საკანონმდებლო დონეზე იმაზე, რომ 2017 წლიდან აუცილებელი იყოს სახელმწიფო დაწესებულებებში, დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დავზოგოთ ელექტროენერგია და ნაკლები გადასახდები გადავიხადოთ. შემდეგ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს საყოფაცხოვრებო მიმართულებით“, - განაცხადა კალაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day