Home
Category
TV Live Menu

"სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე"

57befdccc3e6b
BM.GE
25.08.16 18:04
971
საქართველო მისი რეგიონებისა და მოქალაქეების მათემატიკური ჯამი არ არის და ჩემი აზრით, არ არის სწორი ის, რომ ონს, ამბროლაურს, ცაგერს, ლენტეხს, მესტიას ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.

მთავრობის მეთაური საქართველოში მთის რეგიონების მათემატიკური დაჯამებით კმაყოფილი არ არის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ თითოეულ კუთხეს გააჩნია საკუთარი უნიკალური, თვითმყოფადი კულტურა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ შემოდგომაზე ამბროლაურის აეროდრომი გაიხსნება, ხოლო ტერმინალის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

„განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და მათ შორის სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც აქ ცხოვრობს, იგრძნოს ის სიკეთე, რომლის შეუქცევადი განვითარების საფუძველი, დღეს უკვე ჩაყრილია. გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვაპირებთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რაც იხარჯება, დამატებით 5 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაში - ეს არის არა მხოლოდ სატრანზიტო გზები, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და მთავარი ტურისტული მიმართულებების გზები“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day