Home
Category
TV Live Menu

სახელმწიფო შესყიდვებში ქართული პროდუქციის მწარმოებლების პრეფერენციისთვის დოკუმენტის სამუშაო ვერსია მზად არის

58f9fa1164292
დავით ჯალაღონია
21.04.17 16:23
1061
სახელმწიფო შესყიდვებში ქართული პროდუქციის მწარმოებლების პრეფერენციისთვის დოკუმენტის სამუშაო ვერსია მზად არის. ამის შესახებ "საქმის კურსს" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ განუცხადა.

"ქართული პროდუქციის პრეფერენციებთან დაკავშირებით დოკუმენტი მომზადებულია. ეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო. ახლა სხვადასხვა უწყებებში ექსპერტიზას გადის და იმ საქონლის ჩამონათვალი მზადდება, რომელიც ქართული წარმოების არის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საჭიროებს“, - განმარტა რაზმაძემ, თუმცა რა სახის იქნება ეს პრეფერენციები, არ დაუკონკრეტებია.

რაც შეეხება იმ დარგებს, რომელთან აღნიშნული შეღავათების სისტემა შეეხება, რაზმაძის ინფორმაციით, მათ რიგში ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტები და სხვადასხვა სახის ქართული წარმოებაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day