Home
Category
TV Live Menu

სახელმწიფო სტრუქტურები ათასობის ლარის ლიმონათს ყიდულობენ

5a9ad36083f40
მეგი კავთუაშვილი
04.03.18 14:00
1163
უალკოჰოლო გაზიანი სასმელები სახელმწიფო სტრუქტურებში განსაკუთრებით მოთხოვნადი პროდუქტია. ბიუჯეტიდან ათასობით ლარი ლიმონათში იხარჯება.

მიმდინარე წლის თებერვალში, მხოლოდ ერთ თვეში, ლიმონათისა და სხვა სასმელების შესყიდვაზე რამდენიმე მსხვილბიუეჯეტიანი ტენდერი გამოცხადდა. ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოა. რომელიც ლიმონათთან ერთად შუშხუნა ღვინოსაც ყიდულობს. აღნიშნული ორგანიზაცია ამჟამად იმ კომპანიას არჩევს, რომელი 20 000 ლარის ღირებულების უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებს მიაწვდის.

11 ათასზე მეტს ხარჯავს სასმელ წყალში თბილისის მერია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 7 500 ლარის ღირებულების ლიმონათის მიმწოდებებელს იანვრის შემდეგ ეძებს. პირველი ტენდერი არ შედგა, თუმცა შსს-ში ახალი განაცხადი შეიმუშავეს და ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day