Home
Category
TV Live Menu

სახელმწიფო ტენდერებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, შესაძლოა, შეღავათიანი კვოტა გამოიყოს

58e241dbd4b9f
სალომე მეცხვარიშვილი
03.04.17 17:00
1289
სახელმწიფო ტენდერებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, შესაძლოა, კვოტა გამოიყოს. შესაბამისი ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ლევან კობერიძეს აქვს.

როგორც კობერიძემ "საქმის კურსს" განუცხადა, მსგავსი სისტემა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს და ის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

"ეს სისტემა არსებობს მაგალითად აშშ-ში, როდესაც სახელმწიფო შესყიდვების ბიუჯეტის გარკვეული პროცენტი, მაგალითად 30%, მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც მსხვილ ბიზნესთან ფასში კონკურენციას ძნელად უძლებს, რადგან მსხვილ ბიზნესს აქვს საშუალება, შესთავაზოს გაცილებით მომგებიანი პირობები სახელმწიფო შესყიდვებში. მაგრამ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო პოლიტიკა, როდესაც სახელმწიფო ხელს უწყობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სტაბილური შემოსავალი არსებობდეს, რომ შემდგომში მან შეძლოს განვითარება",- განაცხადა ლევან კობერიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day