Home
Category
TV Live Menu

"სახელმწიფო უწყებებს, ექნებათ უფლება მხოლოდ ერთხელ მოთხოვონ კერძო სუბიექტს ინფორმაცია"

576c0e0de2a85
BM.GE
23.06.16 20:26
1141
მთავრობამ „ერთიანი ბიზნეს მომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგია,“ დაამტკიცა, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უკვე დაკონტრაქტებულია კომპანია, რომელიც აკეთებს იმ შენობის დიზაინს და კონცეფციას, სადაც ერთიანი სერვისცენტრი განთავსდება ბიზნესის წარმომდგენლებისთვის.
 
"შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი „მხოლოდ ერთხელ“ (Only Once), რომლის მიხედვით სახელმწიფო უწყებებს, საბოლოო ჯამში, ექნებათ უფლება მხოლოდ ერთხელ მოთხოვონ კერძო სუბიექტს ინფორმაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კერძო სექტორის წარმომადგენელს ერთხელ მაინც აქვს თავის თავზე მიწოდებული ინფორმაცია, სახელმწიფო უწყებები ვალდებულები იქნებიან ეს ინფორმაცია ერთმანეთის შიგნით მოიძიონ, რაც მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს. ასევე შემოდის ახალი მოთხოვნა „უპირობოდ ციფრული“ (Digitaly by Default), რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების ვალდებულებას, მოახდინონ მათთან არსებული ყველა სერვისის თანმიმდევრულ ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day