Home
Category
TV Live Menu

სახელმწიფომ 124 ამზომველ კომპანიას 1200 მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური, ჯამში 85000 ლარი აუნაზღაურა

58121f9a2cc3c
BM.GE
27.10.16 19:37
1020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა შეხვედრა გამართა ამზომველი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ანაზღაურებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადების ღირებულების მიმდინარე შედეგების შესახებ ამზომველებისათვის ინფორმაციის მიწოდება. პარალელურად მსგავსი შეხედვრა გაიმართა ქალაქ ქუთაისში, სადაც მოწვეულები იყვნენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე აზომვითი კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროექტის ფარგლებში1 აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 124 ამზომველ კომპანიას 1200 მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური, ჯამში 85000 ლარი აუნაზღაურა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველი აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს.

Subscribe to our news

Get the main news of the day