""ჭიათურ მანგანუმთან" დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რაც შეეხება კომპანია "ჭიათურ მანგანუმის" მუშაობას, სახელმწიფომ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯები. თუ არ ვცდები, ეს კომპანია რამდენიმეჯერ არის დაჯარიმებული. ასევე იყო ბრალდება, რომ იქ არის ივანიშვილი ინტერესი, რაც არის სრული სიცრუე. არაფერი იქ მსგავსი არ არსებობს",- აცხადებს პრემიერი.
გიორგი კვირიკაშვილმა ჭიათურის საკითხზე დეპუტატ სერგი კაპანაძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჭიათურაში ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაბინძურებაა. მისივე თქმით, აქ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მიგრაცია და დაბალი ბიუჯეტი.
პრემიერის თქმით, შრომის უსაფრთხოების პირობები ჭიათურ-მანგანუმში ყოველთვის მწვავედ იდგა.
"შრომის უსაფრთხოების პირობები ჭიათურ-მანგანუმში, ეს საკითხი ყოველთვის მწვავედ იდგა. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით, თუმცა, ეს მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს. ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შექმნასთან ერთად, სავარაუდოდ, სამთო-სამაშველო სამსახურსაც გავაერთიანებთ ამ ერთიან სამსახურში და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი ყურადღება მიექცევა შრომის უსაფრთხოების პირობებს",- განცახდა პრემიერმა.