Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“სახელმწიფომ უნდა ჩამოართვას ენერგო-პროს სვანეთის რეგიონი და თავად უნდა მართოს” - ირაკლი გურჩიანი

BM.GE
11.01.22 14:58
321
„დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო „დღეიდან, ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!“- ეს პირობა მესტიაში წმინდა გიორგის ეკლესიაში შეკრებილმა ადგილობრივებმა, 30 დეკემბერს, მას შემდეგ დადეს, როცა ნათელი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ელექტრომომარაგება სხვა გზით ვერ მოგვარდებოდა და მოსახლეობას, ასევე სვანეთში ჩასულებს, სიცივე და სიბნელე ემუქრებოდა. ცხადია, ეს ამბავი მოვიკითხეთ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ , სადაც გვითხრეს, რომ ბოლო პერიოდში მესტიელებს შუქი გრაფიკის გარეშე მიეწოდებათ, თუმცა დენის მოხმარება არ შემცირებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავარიული გათიშვები გამორიცხული არაა. ასე რომ, იყო საბაგიროების შეფერხებით მუშაობის ხშირი ფაქტებიც. სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი, ირაკლი გურჩიანი დეკემბერში ბიემჯისთან საუბრისას ამბობდა, რომ მესტიაში შუქი გრაფიკით და ისიც დაბალი ძაბვით მიეწოდებოდათ, რის გამოც დამხმარე ელექტრო-გენერატორს იყენებდნენ. უშუქობის გამო კი, ჯავშნების დაახლოებით 70-80% გაუქმდა, არადა სტუმრებისგან შეკვეთების ოდენობა საკმაოდ დიდი იყო. რა მდგომარეობაა დღეს მესტიაში, დასტაბილურდა თუ არა ელექტრომომარაგება და როგორია ტურისტების ინტერესის დინამიკა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიჟული ქართული კურორტის მიმართ? 

სტუმარი: ირაკლი გურჩიანი - სასტუმრო „გისტოლა“ მესტიაში, დამფუძნებელი.
 


Subscribe to our news

Get the main news of the day