მთავრობა "მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამას’’ იწყებს. "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების შესახებ’’ კანონპროექტის მიხედვით, რეგიონებში სახელელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები კოოპერატივებს 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ. პროექტი პრემიერის დავალებით სოფლის მეურნების სამინისტრომ მომაზადა. როგორც მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, პროექტის მიხედვით 24 მუნიციპალიტეტში თითო კოოპერატივი მაინც შეიქმნება შემდგომი 2 წლის განმავლობაში.
"კოოპერატივებში მინიმუმ 200 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გაერთიანდება. საძოვრები კოოპერატივებს გადაეცემა 25 წლიანი იჯარით, 15 ლარად ჰექტარზე’’-აცხადებს ლევან დავითაშვილი.