Home
Category
TV Live Menu

სახლი, რომელიც წელიწადში 2,3 დოლარის ენერგიას დახარჯავს

59cd0c9579ec3
BM.GE
28.09.17 19:00
938
მელბურნში ორმა კომპანიამ The Sociable Weaver და Clare Cousin Architects ელექტრო დამზოგავი ტექნოლოგიებით სახლი ააშენა, რომელიც წელიწადში მხოლოდ $2.35-ის ენერგიას დახარჯავს. არქიტექტორები ფიქრობენ, რომ სახლი მასში მცხოვრებ თითო მოსახლეზე ყოველწლიურად 203 კგ ნახშირბადს დაზოგავს. 160 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი სტანდარტული სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა. მთელი მშენებლობის პროცესში მუშებმა მხოლოდ სამი ტომარა ნაგავი გადაყარეს. მშენებლებმა სამშენებლო მასალების ნარჩენებითაც ისარგებლეს. მაგალითად, მოსაპირკეთებელი ფილების ნამსხვრევებით ბაღის ნარგავები გაალამაზეს. „სახლის ფასი $386 400-ია და პოტენციურ მყიდველს ელოდება“, - წერს New Atlas.

„ჩვენ სპეციალურად ის ტექნოლოგიები გამოვიყენეთ, რომლებიც დიდი ხანია ბაზარზე ხელმისაწვდომია. სახურავზე 5 კვტ-ის სიმძლავრის მზის ელემენტებია განთავსებული. სახურავს პეპლის ფორმა მივეცით, აქედან გამომდინარე, ჭერი საკმაოდ მაღალია, რისი წყალობითაც სახლში მზის შუქი ძალიან დიდი რაოდენობით შედის. ჩვენ არ გვინდოდა, რომ სახლი რთული სისტემით და ძვირადღირებული, უახლესი სამშენებლო მასალებით აგვეშენებინა, რომელთა არსებობაც ზოგიერთმა მშენებელმა არც კი იცის, თუმცა სახლის გასათბობად ახალი საიზოლაციო ტექნოლოგია მაინც გამოვიყენეთ, რომელსაც bio-Phase Change Material ეწოდება. იგი კედლებშია ჩამონტაჟებული, რომლის წყალობითაც ზამთარში სახლი დამატებითი გათბობის გარეშე თბება“, - აღნიშნა კომპანია The Sociable Weaver-ის წარმომადგენელმა ნათ ვუდსმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day