"საყოველთაო ჯანდაცვა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა. მისი თქმით რეფორმები გაგრძელდება იმ კუთხით, რა კუთხითაც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები. მინისტრის განცხადებით, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ რაც შეუძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს.
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე. რეფორმების ცვლილებები მიმართული იქნება იქითკენ, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოლიტიკა, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში მოსახლეობამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. ეს გამოიხატება ორი მიმართულებით. განახლება მოხდება კერძო დაზღვეულებისა და საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეების ბაზების, რაც მნიშვნელოვან თანხებს გამოათავისუფლებს და მიმართული იქნება მთავარი გამოწვევისკენ როგორიცაა ის მედიკამენტები, რომელიც პაციენტმა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სვას ქრონიკული დაავადებების გამო. რაც შეეხება სტაციონარულ კომპონენტში, როდესაც პაციენტი მკურნალობს, მას რა თქმა უნდა, მედიკამენტის ფასს აუნაზღაურებს სახელმწიფო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.