Home
Category
TV Live Menu

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება

587f2f2e9d2d8
ელენე გოგბერაშვილი
18.01.17 13:01
1158
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ახალი რეფორმის ძირითადი მიმართულებები თებერვლიდან განხორციელდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად მთელი წლის განმავლობაში.

"სამი მთავარი საყრდენი არის ფასი, ხელმისაწვდომობა და ხარისხი. პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით შესრულადა და ეს მოხდა ერთ ფაქტორზე ზემოქმედებით - ხელმისაწვდომობაზე.

თუ დანარჩენ ორზე - ხარისხსა და ფასზე არ ვიმოქმედებთ რეფორმა აღმოჩნდება ცალმხრივი. ეს ყველაზე რთულად გასატარებელი რეფორმაა, ერთ წელზე მეტი დასჭირდა მის მომზადებას, დღეს უკვე მზად ვართ კლინიკების მმართველებს გავაცნოთ მეორე ტალღის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, წინასწარი მონაცემებით, მაქსიმუმ 10 კლინიკა იქნება, მცირე კალიბრის კლინიკები", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე განცხადებით, მონაცემები კლინიკებთან დაკავშირებით საჯარო იქნება იმ შემთხვევაში თუ მათ თავად ექნებათ სურვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day