ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური ბადაშვილთან ერთად, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირმაც დატოვა.
საზოგადოებრივი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახუთან დაკავშირება "საქმის კურსმაც" სცადა, თუმცა, ამ დრომდე მათგან კომენტარი ამ საკითხზე არ კეთდება.