Home
Category
TV Live Menu

"სებ-ის გამოცხადებული "კეთილშობილური" ომი დოლარიზაციის წინააღმდეგ არ დასრულდება კარგად"

5720c33843d41
BM.GE
27.04.16 17:47
977
ლარით მოზიდული სახსრების წახალისების მიზნით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 10%-დან 7%-მდე შეამციროს.
 
ამავდროულად, მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე განსაზღვრული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%-დან 20%-მდე იზრდება.

აკაკი ცომაიას განცხადებით, ეროვნული ბანკის ქმედება დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით, "კარგად არ დასრულდება". ცომაიას აზრით, დოლარიზაციის შემცირება მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას შეუძლია.

"რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით მცირდება. სავალდებულო რეზერვების ნორმა ლარში 10 დან 7%-მდე, ხოლო დოლარში იზრდება 15 დან 20%-მდე. მცდელობა, რომ ბანკებს უბიძგო სესხების წახალისებისკენ ლარში და არა დოლარში, ხოლო მათ, ვინც არჩევენ დანაზოგის გაკეთებას დოლარში და არა ლარში. ანუ, სებ-ის გამოცხადებული "კეთილშობილური" ომი დოლარიზაციის წინააღმდეგ არ დასრულდება კარგად. დოლარიზაციის შემცირება შეუძლია მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას და არა ამ ხრიკებს. ხელს ვუწყობთ ინფლაციური გარემოს შექმნას ოქტომბრისთვის და სულ ეს არის. უნდა შეიზღუდოს როგორც ფისკალური, ისე მონეტარული აღვირახსნილობა!", - წერს ცომაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day