Home
Category
TV Live Menu

სებ-ის პრეზიდენტი ბუცხრიკიძის განცხადებაზე: რამდენი ბანკი იქნება, ამას დრო დაგვანახებს

590c71425e089
BM.GE
05.05.17 16:48
1331
"რამდენი ბანკი იქნება, ამას დრო დაგვანახებს, არ უნდა გავიქცეთ ძალიან წინ",- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემაში "ანალიტიკა" "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ბუცხრიკიძის თქმით, საქართველოში ბანკების რაოდენობა ბევრია და აქ მხოლოდ 7-10 ბანკი უნდა ოპერირებდეს.

მისი თქმით, ბანკებისთვის კაპიტალის ზრდა არ ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი ბანკები ვერ შემოვლენ და კონკურენცია შეიზღუდება.

"რამდენი ბანკი იქნება, ამას დრო დაგვანახებს, არ უნდა გავიქცეთ ძალიან წინ. არიან მსხვილი ინსტიტუტები საბანკო სისტემაში, მაგრამ არიან ორგანიზაციები და ბანკები, რომლებიც თანაბარი ზომის არიან ზედა და შუა სეგმენტზე მუშაობენ. ეს აჩვენებს იმას, რომ არის ბაზარზე კონკურეცია და ხდება საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც",- აცხადებს კობა გვენეტაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day