Home
Category
TV Live Menu

სებ-ის პრეზიდენტი: გვსურს, გვქონდეს ინფორმაცია, არიან თუ არა თანაბარ პირობებში საბანკო ჰოლდინგის წევრი და არწევრი კომპანიები

590c7f8058b20
BM.GE
05.05.17 17:35
700
გვსურს, გვქონდეს ინფორმაცია, არიან თუ არა თანაბარ პირობებში საბანკო ჰოლდინგის წევრი და არწევრი კომპანიები,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საბანკო ჰოლდინგების რეგულიერაბზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც ეროვნული ბანკი გეგმავს.

კობა გვენეტაძემ გადაცემაში "ანალიტიკა" განცხადა, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილებები იგეგმება, თუმცა, მანამდე ეროვნულ ბანკს მეტი ინფორმაციის მიღება სურს.

"რაც შეეხება საბანკო ჰოლდინგების რეგულირებას, ამასთან დაკავშირებით გვაქვს წინადადებები და იმედი მაქვს, ამ წინადადებების ინიცირებაც მალე მოხდება. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია ჰოლდინგის მონაწილე კომპანიებს შორის, რათა ვნახოთ არიან თუ არა თანაბარ პირობებში ჰოლდინგის წევრი და არწევრი კომპანიები",- აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკს სურს, შეეძლოს ე.წ. საბანკო ჰოლდინგების, ბანკის ზემოთ არსებული ჯგუფების რეგულირება.

Subscribe to our news

Get the main news of the day