Home
Category
TV Live Menu

სებ: ლიცენზიის მისაღებად "ალფა-ბანკს" საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს

584ab5b844ce6
BM.GE
09.12.16 17:44
1846
საქართველოს ეროვნული ბანკი არ ადასტურებს ინფორმაციას Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად Альфа-Банк-ს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს.

"ასევე მცდარია ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" ფინანსურ აუდიტს ფრანგული აუდიტორული კომპანია სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს Альфа-Банк-ი შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას.

იმისათვის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს ფინანსური აუდიტი, საჭიროა ბანკისგან მიიღოს ბუღალტრული დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნა, მითუმეტეს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, ინფორმაცია "კავკასიის განვითარების ბანკ - საქართველოში" აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე არასწორია", - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

Subscribe to our news

Get the main news of the day