Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 11%-ზე დატოვა

BM.GE
26.10.22 16:56
178
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ უცვლელად, 11%-ზე დატოვა. სები მიზანშეწონილად მიიჩნევს, სექტემბერში 11.5%-მდე გაზრდილი ინფლაციის ფონზე, გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთი შეინარჩუნოს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით,ინფლაცია სამიზნე 3%-ს 2023 წლის მეორე ნახევარში უნდა დაუახლოვდეს, თუმცა იქამდე წლის ბოლომდე ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. საინტერესოა როდის დაიწყებს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას?

სტუმარი: არჩილ მესტვირიშვილი - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day