სელფორდის უნივერსიტეტში მობილური ტელეფონის თამაში Pokemon Go სასწავლო გეგმის ნაწილი გახდება.
DailyMail-ის ცნობით, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ერთ-ერთი კურსის ფარგლებში Pokemon Go ითამაშონ და ამით კრედიტები დააგროვონ.
უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ თამაში ბიზნეს ინფორმაციის ტექნოლოგიის კურსს უფრო „ხელმისაწვდომს“ გახდის.
სელფორდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თქმით, მათ სურთ, ახალი სტუდენტები დაარწმუნონ, რომ საგანი არ არის რთული და მარტვიად გასაგებია.
„Pokemon Go ამისთვის საუკეთესო იქნება“,- აცხადებენ უნივერსიტეტში.