სემეკი "სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ ტარიფებს მაქსიმუმ 20 ივლისამდე დაითვლის. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, საბოლოო ტარიფების დადგენამდე დაინტერესებულ პირებს ამ საკითხზე სემეკში მოსაზრებების წარდგენა 31 მარტამდე შეეძლებათ.
„კომისიის შესაბამისი დეპარტამენტი სრულად გააანალიზებს იმ დოკუმენტებს, რომლებიც კომპანიებმა წარმოადგინეს. ეს არის როგორც ფინანსური ნაწილი, ასევე ტექნიკური მონაცემები. მას შემდეგ, რაც დოკუმენტების შესწავლა დასრულდება, დეპარტამენტი პროექტის სახით წარმოადგენს თავის მოსაზრებას საჯარო სხდომაზე და ამის შემდეგ კომისია კონკრეტულ ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს", - განმარტა სემეკის პრეს-სპიკერმა ქეთი ბერიკაშვილმა.