Home
Category
TV Live Menu

სემეკი "ყაზტრანსგაზზე": კომპანიას რესურსის მოსაზიდად აუცილებლად სჭირდება ინვესტორი

59059c347bab5
BM.GE
30.04.17 13:00
773
"2009 წელს "ყაზტრანსგაზის“ დანაკარგები 30% იყო და დღეს ეს მაჩვენებელი 5.5%-მდეა ჩამოსული", - განაცხადა გადაცემაში "საქმის კურსი“ სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავამ. მისი განმარტებით, კომპანიაში სპეც-მმართველის დანიშვნას ინვესტიციები არ შეუფერხებია - კომპანიის აბონენტების რაოდენობა იზრდება, ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა.

" სპეცმმართველი ჩვენ დადებითად შევაფასეთ იმდენად, რამდენადაც ამის შესაფასებლად მარტო ერთი მაჩვენებელიც კმარა. მაგალითად, 2009 წელს კომპანიის დანაკარგები 30% იყო და დღეს ეს მაჩვენებელი 5.5%-მდეა ჩამოსული. სპეც-მართვის რეჟიმს ინვესტიციების საკითხი არ შეუფერხებია, რაც ასევე მისასალმებელია. მაგალითად, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით დაახლოებით 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს, აბონენტების რაოდენობა იზრდება, ასევე იზრდება გასანაწილებელი ბუნებრივი აირის მოცულობა, თუმცა ეს ჩვენ კმაყოფილების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კომპანიას აუცილებლად სჭირდება ინვესტორი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კომპანიაში ინვესტორი დაბრუნდება, რადგან დამატებითი რესურსების მოსაზიდად კომპანიაში ინვესტორი აუცილებელია.

ერთი რამ ცხადია, თუ ჩვენ პოზიციები გვაქვს, ის უნდა დავიცვათ.

"ყაზტრანსგაზსთან“ დაკავშირებით მთავარი არგუმენტი იქნება ის, რომ კომპანიაში ინვესტიციები ხორციელდება, დანაკარგი შემცირებულია, მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულია და უფრო მეტიც - კომპანიის არეალია ძალიან გაზრდილი. თითქმის გაორმაგებულია გასანაწილებელი ბუნებრივი აირის მოცულობა და აბონენტების რაოდენობაც 30%-მდე არის გაზრდილი. კომპოანია საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, თუმცა ვალის პრობლემა კვლავ უდგას“, - განაცხადა მილორავამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day