Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სემეკის ანგარიში - რა გამოწვევებია რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში?

BM.GE
06.06.23 16:32
89
გამოწვევებით და შესაძლებლობებით სავსე 2022 წელი ენერგეტიკის სექტორისთვის - სემეკმა 2022 წლის ანგარიში გაასაჯაროვა, სადაც სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორია გაანალიზებული. 

სემეკის მონაცემებით, გასულ წელს წყალუხვობის გამო ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 12.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 27.8%-ით გაიზარდა. 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით კი, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2022 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით იყო გაზრდილი. 26%-ზე მეტად გაიზარდა თბოსადგურების გამომუშავებაც. სემეკის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში იცვლება ელექტროენერგიის მოხმარების დინამიკა და თუ დღისათვის საქართველო ზამთრის პიკის ქვეყანაა, 2030 წლისთვის სავარაუდოდ, შეიცვლება და საქართველო ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდება. 

რა იყო სემეკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სექტორებში მთავარი გამოწვევები და რა სასტარტო პირობებით ხვდება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას ელექტროენერგეტიკული სექტორი?

სტუმარი: დავით ნარმანია - სემეკის თავმჯდომარე;

Subscribe to our news

Get the main news of the day