სს „საქორგგაზის“ გორის სერვის ცენტრის შენობასთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ კომისიაში უკვე დაწყებულია საკითხის მოკვლევა.
5 იანვარს, დაგეგმილია კომისიის წარმომადგენლებისა და ენერგოომბუდსმენის ქ. გორში ჩასვლა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა.