Home
Category
TV Live Menu

"სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, კონკურენტი კომპანიის მხრიდან პრობლემები შეიქმნა"

57a5a564d3ea1
BM.GE
06.08.16 12:45
1130
"დღეს ბაზარზე მონოპოლიაა, ფაქტიურად ერთი კომპანია აკონტროლებს ბაზარს", - ამის შესახებ ცეზარ ჩოჩელმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა. ბიზნესმენი კონკურენტი კომპანიების მხრიდან შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები არა ხელისუფლების, არამედ კონკურენტების მხრიდან მოდიოდა.

"სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იყო პრობლემები, რომელიც სახელისუფლებლო სტრუქტურებს არ უკავშირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძირითად კონკურენტი კომპანიებიდან მომდინარე პრობლემებია.

დღეს ბაზარზე მონოპოლიაა. ფაქტიურად ერთი კომპანია აკონტროლებს ბაზარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე იქნება რეალიზებული, ამის დაჯერება რატომღაც არ სურთ.

შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ერთ-ერთი ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია და მასთან შედარებით ჩვენს ქვეყანას რამდენიმე პლიუსი გააჩნია. მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო მოსაკრებელი არავისთან გვაქვს ევროპის ქვეყნების ჩათვლით. თურქეთს კი აბსოლუტურად ყველა ქვეყანასთან აქვს დაახლოებით 8%-დან 17%-მდე საბაჟო მოსაკრებელი გადასახდელი. შესაბამისად, ჩვენი პროდუქცია იაფი გამოდის. ნედლეულს რაც შეეხება, ჩვენთან ის გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე თურქეთში. აქედან გამომდინარე, საკმაოდ კარგი ბაზაა საიმისოდ, რომ საქართველომ ამ სეგმენტისა პატარა ნაწილი აითვისოს", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day