Home
Category
TV Live Menu

"სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელ ზაალ იაკობიძეს ქუთასში Carrefour-ის შეყვანა სურს

59a527cb49a49
BM.GE
29.08.17 13:10
873
კომპანია "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებელ ზაალ იაკობიძეს ქუთასში Carrefour-ის შეყვანა სურს. როგორც ბიზნესმენმა "საქმის კურსს" განუცხადა, ჰიპერმარკეტისთვის ადგილი უკვე შერჩეული აქვს და ის პარლამენტის შენობის მოპირდაპირედ, ყოფილი საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას.

თუმცა, ბიზნესმენი აცხადებს, რომ "კარფურთან" მოლაპარაკებები ამ საკითხზე დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებს არ მიუღიათ.
ზაალ იაკობიძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ორი თვის განმავლობაში იქნება მიღებული.

ამჟამად, ქუთაისში „კარფურის“ ქსელი წარმოდგენილი არ არის. ჰიპერმარკეტების ქსელი თბილისში და ბათუმში ფუნქციონირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day